სისასტიკის და ტკივილის მიუხედავად, იბადება, ახალი, თავისუფალი საქართველო - გიორგი მარგველაშვილი

04.12.24 00:39
სისასტიკის და ტკივილის მიუხედავად, იბადება, ახალი, თავისუფალი საქართველო - გიორგი მარგველაშვილი

სისასტიკის და ტკივილის მიუხედავად, იბადება, ახალი, თავისუფალი საქართველო - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" პრიდაპირ ეტერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მარგველაშვილმა, ამ გარდამტეხ ისტორიულ მომენტში ახალი თაობის უდიდეს როლზე ისაუბრა - ასე ყალიბდებიან დღეს გმირები ამ მიტინგებზე - ამბობს პოლიტიკოსი და აცხადებს, რომ სწორედ ახლა ყალიბდება ის საქართველო, რომელმაც გაიაზრა, თუ რა უნდა და საით უნდა იაროს. 

მთელი ასეთი სულისკვეთებით იბადება ახალი საქართველო. დღეს საქართველოში იბადება თავისუფალი საქართველო. დღეს იბადება საქართველო რომელმაც გაიაზრა რა უნდა. თავისუფლება სწორედ იმის გააზრებაა, თუ შენ რა გინდა, რას ირჩევნ და ამ გზაზე როგორ მიდიხარ. დაწყებული სკოლის თინეიჯერი მოსწავლეებიდან გაგრძელებული იმ გმირებით, მე ვიტყოდი ამ სიტყვას არა ტრივიალურად, არამედ ასე ყალიბდებიან დღეს გმირები ამ მიტინგებზე. მათ იციან, რა უნდათ. რა თქმა უდნა მტკივნეული პროცესია, მაგრამ მთელი ამ სისასტიკის, ტკივილის მიუხედავად, მე ვხედავ რომ იბადება თავისუფალი საქართველო. რადგან ეს თაობა და მასზე უფრო პატარა თაობა იაზრებს, თუ როგორ უნდა ცხოვრება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები