გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: საქართველოს ამ მთავრობასთან ახალი პროექტები არ განხორციელდება
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან განვითარების კუთხით თანამშრომლობა აღარ არის შესაძლებელი.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.
საქართველოს ამ მთავრობის პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები არ განხორციელდება, არც სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ" - აცხადებს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი სვენია შულცი.