მოქალაქე გორიდან: „ჩემი დაჭრილი მამა ფრონტზე შეტრიალდა იმ ღორების დასამარცხებლად და თქვენ მე ვერ მასწავლით, რომ მაგათი მონა უნდა ვიყო“

04.12.24 02:07
მოქალაქე გორიდან: „ჩემი დაჭრილი მამა ფრონტზე შეტრიალდა იმ ღორების დასამარცხებლად და თქვენ მე ვერ მასწავლით, რომ მაგათი მონა უნდა ვიყო“

"საქართველოს თავისუფლებას ქრისტეს ასაკი აქვს და ამის დამთავრება გამორიცხულია" - ამის შესახებ გორში გამართულ პროევროპული აქციის მონაწილემ, თეო ბზიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

ომგამოვლილი ქალაქის მკვირდი, ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი, აფხაზეთის ომში რუსებმა მოკლეს, მამა კი მძიმედ დაიჭრა. 

მან გრელებს მიმართა, რომ რეპრესიებს არ შეეგუონ და პროტესტი ღიად დააფიქსირონ: 

ყველაზე მტკივნეული მომენტი, დატოვებული დედა მახსოვს. რით გაშინებენ ხალხო? - 21 წლის ბიძა მომიკლეს აფხაზეთში. ელდარი ლოცულაშვილი, რომელმაც ტანკიც კი არ დაუტოვა იმ ღორებს.

მამა, ვაჟა ბზიშვილი, რომელიც დაჭრილი შებრუნდა ფრონტზე. ახლა ამით შემაშინებენ? არ გამიშვათ თბილისში, აქვე დამაკავეთ! ჩემი დაჭრილი მამა ფრონტზე შეტრიალდა იმ ღორების დასამარცხებლად და თქვენ მე ვერ მასწავლით, რომ მაგათი მონა უნდა ვიყო? მამაჩემის დაჭრისთვის და ბიძაჩემის მკვლელობისთვის ბოდიში უნდა მოვუხედო“ - თეო ბზიშვილი. 

მსგავსი სიახლეები