03:30 საათი - რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა განაახლა
03:30 საათი - რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა წყლის ჭავლის სამივე მანქანა დაძრა - რობოკოპები მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას იწყებენ. რუსთაველზე ისვრიან ცრემლმდენ ბალონებს. აქციის მონაწილეების თქმით, წყალში სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერებები დღესაც გაურიეს.
მომიტინგეები რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადადგილდებიან.
სპეცრაზმმა დაშალა აქციის მონაწილეების მიერ თავდაცვის მიზნით აგებული ხელოვნური ბარიკადები.