კალაძე მერიის იმ თანამრომლებს ემუქრება, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ
თბილისის მერი მერიის იმ თანამშრომლებს ემუქრება, რომლებმაც გააპროტესტეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. კახა კალაძე დღეს ამტკიცებდა, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობას მიირებს, პასუხს კანონის წინაშე აგებს.
ამ დღეებში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას საჯარო უწყებების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფოს გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რომლებიც გავრცელდა. მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ათასამდე თანამშრომელი.
მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.
რა თქმა უნდა, საბოტაჟის ეს მცდელობა, მერწმუნეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ეს ასე იქნება, მერწმუნეთ, – თქვა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.