''ჩვენ არ გვინდა რუსეთში ცხოვრება, ჩვენი თაობის მომავალი ევროპაშია'' - მოსწავლეების პროტესტი

04.12.24 13:36
''ჩვენ არ გვინდა რუსეთში ცხოვრება, ჩვენი თაობის მომავალი ევროპაშია'' - მოსწავლეების პროტესტი

სკოლებში გაფიცვები და პროტესტი არ წყდება. მოსწავლეები უარს ამბობენ სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე. ახალგაზრდა თაობა ამ წუთებში 124-ე საჯარო სკოლასთან და ვაჟა-ფშაველას ძეგლთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით დგანან და სკოლის ადმინისტრაციას მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის დაგმობას სთხოვეს.

სკოლის მოსწავლეების თქმით, დირექცია მათ ხელს უშლის თავისუფლად საკუთარი აზრი გამოხატონ, რასაც არ შეეგუებიან.

ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებას, რომელიც ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 78- ე მუხლს. არ მივესალმებით იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავთ ყოველ დღე. ჩვენ, როგორც მოსწავლეები გვაქვს უფლება დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ჩვენ სკოლაში შეგვიზღუდეს თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება. ჩვენ გვაქვს ამის უფლება, ეს თემა ჩვენ გვეხება, ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ გვინდა ევროპა'', - ამბობს სკოლის მოსწავლე. 

ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს, ჩვენი მთავრობა. ჩვენ არ გინდა რუსეთში ცხოვრება. ჩვენ გვინდა ევროპისკენ სიარული. ჩვენი თაობის მომავალი ევროპაშია'', - ამბობს აქციის მონაწილე.  

მსგავსი სიახლეები