"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია შევიდა
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია შევიდა - ამის ამსახველ ვიდეოს პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აწვდის "პირველებს".
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პოლიცია იყო შესული კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისში, თუმცა ისინი უკან გაბრუნდნნე, რადგან კოალიციის წევრებმა მათ ჩხრეკის ორდერი მოსთხოვეს, რაც სამართალდამცველებს არ ჰქონდათ.
პოლიცია ოფისიდან გავიდა, თუმცა ისინი ისევ იმყოფებიან მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჩხრეკა ტარდება ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.