პარტიული ოფისების ჩხრეკა მძიმე დიქტატურის ნიშნებს ატარებს - ნიკა გვარამია
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ პოლიციამ მათი ოფისი მას შემდეგ დატოვა, რაც მათგან ორდერი და შესვლის მიზეზი ჰკითხეს.
პარტიული ოფისების ჩხრეკა მძიმე დიქტატურის ნიშნებს ატარებს - ამბობს ნიკა გვარამია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
ცალსახაა, ჩხრეკის მიზნით იყვნენ მოსულები. ჩვენ სამართლებრივი წინააღმდეგობა გავწიეთ, იმიტომ რომ მოვითხოვეთ სანქცია სასამართლოსი და მათ არ ჰქონდათ წარმოსადგენი, როგორც ჩანს ეს დოკუმენტი. ასევე ვითხოვეთ ახსნა-განმარტება რასთან დაკავშირებით შემოდიან ჩხრეკაზე და არის თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა. ეს ვერ მოხდა და გაბრუნდნენ თუმცა აქ რჩებიან კვლავ და ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ წავიდნენ სასამართლოში სანქციის ასაღებად., ნებართვის ჩხრეკაზე, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა გასაკვირი არაფერი არ არის. ცალკეული მოქალაქეების ჩხრეკა ცალკე ამბავია, მაგრად პარტიული ოფისების ჩხრეკა ეს უკვე მძიმე დიქტატურის ნიშნებს ატარებს'', -ამბობს ნიკა გვარამია.