ეს არის ის, რაც მოხდა ბელარუსში - თინა ბოკუჩავა პარტიის ოფისის ჩხრეკაზე

04.12.24 17:23
ეს არის ის, რაც მოხდა ბელარუსში - თინა ბოკუჩავა პარტიის ოფისის ჩხრეკაზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა, რომლის ოფისშიც პოლიციაა შესული, ითხოვდა, ჩხრეას დასწრებოდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი  ამბობს, ახლა მოქმედებაზე რუსული ომონი გადავიდა და ქვეყანაში ხდება ის, რაც ბელარუსში მოხდა. 

პოლიციის შენობა აქვეა და შეიძლება დარბევისთვისაც ემზადებიან. შევიდნენ, იმიტომ რომ ლიდერები ახლა მოდიოდნენ ამ მიმართულებით. რამდენიმე ახალგაზრდა გახლავარ, იმ ძალიან მძიმე ღამის შემდეგ, რომელიც გუშინ ყველა ერთად გამოვიარეთ, როდესაც ადგილი ჰქონდა უკანონო დაკავებებს, ცემას და არაადამიანურ მოპყრობას. გუშინაც იყო მცდელობა, ამ ოფისში შევარდნის, როდესაც უამრავი პოლიციელი იყო აქ მობილიზებული, მაგრამ გუშინ ეს არ გააკეთეს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჰყავდათ დასაკავებელი და დასარბევი. დღეს უკვე ამას ახორციელებს რუსული ომონი. ეს არის ის, რაც მოხდა ბელარუსში'', - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები