''ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ნგრევა მმართველი პარტიის მიერ'' - როთი გვარამიას დაკავებაზე
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამას მმართველი პარტიის მიერ ლიბერალური დემოკრატიის ნგრევად აფასებს.
მას შემდეგ, რაც მომიტინგეები სასტიკად სცემეს და დააკავეს, ახლა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აპატიმრებენ. ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ნგრევა მმართველი პარტიის მიერ!“- წერს როთი
შეგახსენებთ, რომ გირჩი/დროას ოფისთან, ნიკა გვარამია ცოტა ხნის წინ დააკავეს.
ცნობისთვის, პოლიცია დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისებში ერთდროულად შევიდა.
ე.წ. სამართალდამცველები შევიდნენ ასევე "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.