რა გეგმა აქვს ოპოზიციას - პროდასავლური პარტიების კონსულტაციები დაიწყო
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია - სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში“ ოთხი პროდასავლური პარტიის ლიდერები კონსულტაციებს მართავენ.
შეხვედრაზე იმყოფებიან "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის, "ძლიერი საქართველოს", "კოლიცია ცვლილებებისთვის", და "გახარია საქართველოსთვის" ლიდერები.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ყოველდღიურად ტერორის მომსწრე ვართ.
დღევანდელი შეხვედრა ემსახურება ერთ რამეს, კოორდინაციას, რომ ვანახოთ, იმ ბავშვებს ჰყავთ პატრონი და ეს პატრონი არ არის მხოლოდ მათი მშობლები, ჩვენ ვართ მათი პატრონები. მეორე, ყველა იმ სამოქალაქო ადამიანს და საჯარო მოხელეს, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი პროტესტი, უნდა გრძნობდეს, რომ მათ უკან დგას ოპოზიცია, პოლიტიკოსები და არავის არ მივცემთ უფლებას მათი დაჩაგვრის. რაც ყველაზე მთავარია, ერთიანი ხმა უნდა ისმოდეს ოპოზიციიდან უცხოეთში, ჩვენს პარტნიორებთან. ვინმემ არ წარმოიდგინოს, რომ ცალკე ხდება, ყველაფერი კოორდინირებულია პრეზიდენტთან. ყველა ფრონტი და ყველა მოქმედება იქნება თანხვედრაში იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს და ყველა მას უნდა მოვემსახუროთ ახლა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.