მამუკა ხაზარაძე: აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას ატარებს

04.12.24 20:53
მამუკა ხაზარაძე: აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი  ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას ატარებს

აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი  ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას ატარებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ძალიან მწყობრად და ძალიან მტკიცედ დაიბრუნებს წართმეულ საქართველოს: 

ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა ხალხის ხმები, ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია არჩევნებზე, შემდეგ გაწყვიტა ურთიერთობა ევროპასთან, ამას მოჰყვა აშშ-ის გასვლა სტრატეგიული პარტნიორობიდან და ახლა პოლიციის ფორმაში გადაცმულ კრიმინალებს აცემინებს ჩვენს შვილებს. ყოველდღე ჩვენ ვართ მომსწრენი იმისა, რომ მიდის ტერორი. დღეს უკვე ვნახეთ პოლიტიკური პარტიების ოფისში შესვლის და დარბევის ფაქტები. კიდევ აქვთ რაღაც ჩანაფიქრები და სცენარებს დგამენ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ძალიან მწყობრად და ძალიან მტკიცედ ქართველი ხალხი დაიბრუნებს წართმეულ საქართველოს, რომელსაც თავისუფალი და ძლიერი საქართველო ქვია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები