პროტესტის მეშვიდე დღე - ბათუმში ევროპული მარში მიმდინარეობს
პროტესტის მეშვიდე დღე ბათუმში - მოქალაქეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ და ამ წუთებში მარშს მართავენ.
მოქალაქეები ქვეყანაში დაწყებულ რეპრესიებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ ანტიევროპულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.