პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციური ლიდერების დაკავებაზე გადავიდა

04.12.24 21:37
პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციური ლიდერების დაკავებაზე გადავიდა

ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციური ლიდერების დაკავებაზე გადავიდა. "კოალიცია ცვლილებებისთვის" თავმჯდომარე ნიკა გვარამია პოლიციელებმა ჯერ სცემეს, გონებადაკარგული კი კრიმინალური პოლიციის მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.  ყველაფერი მხოლოდ იმის გამო რომ გვარამია გირჩი-დროას ოფისში ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა.

გვარამიას გატაცების შემდეგ პოლიციამ ოპოზიციური პარტიების წევრებზე ნადირობა გამოაცხადა. დააკავეს გელა ხასაიაც, რომელიც გირჩს წევრია, რამდენიმე დღის წინ ოცნების ტიტუშკები თავდასხმის მსხვერპლი პოლიციამ ძალადობით დააკავა. 

ივანიშვილის პოლიცია, ოპოზიციური პარტიების ოფისის ჩხრეკაზე შუადღით შევიდა, ჯერ იყო ახლის ოფისი შემდეგ ამავე კოალიციის წევრი გირჩი და დროა. საბოლოოდ გაირკვა რომ ივანიშვილის პოლიციამ ოპოზიციის  ოფისში ეძებდა და აღრიცხავდა, კვერცხებს ლაზერებს და დროშებს.

პოლიტიკური ლიდერების დაკავების სპეცოპერაცია - ლიზა ლასარეიშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები