დევნა, ცემა და ანგარიშსწორება - "ოცნებას" ჰააგაში გასამართლება ემუქრება

04.12.24 21:40
დევნა, ცემა და ანგარიშსწორება - "ოცნებას" ჰააგაში გასამართლება ემუქრება

"ქართულ ოცნებას" გასამართლება ემუქრება. მოქალაქეების ცემა, ქუჩა-ქუჩა და შენობებში დევნა, დაკავების შემდეგ სასტიკი ანგარიშსწორება - ეს ყველაფერი ადამიანის წამებაა, რაც ივანიშვილის გუნდს საერთაშორისო ტრიბუნალის ფასად დაუჯდება.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" უკვე აგროვებს მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. სწორედ ამ მუხლით უნდა წავიდეს საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ვინ აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე გომელაურთან და ხარებასთან ერთად?! საუბარია დავალებების ყველა შემსრულებელზე, ვინც ხალხს სცემდა. მოწმეები ყვებიან, რომ დაკავების მანქანები სისხლით იყო სავსე, ურტყამდნენ გამეტებით, ვიდრე საწვიმარი ლაბადა, რომელიც ეცვათ, სისხლით არ გაევსებოდათ.

დეტალები ვრცლად ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში ნახეთ.

მსგავსი სიახლეები