"სანქციების დაწესების მიმართულებით ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ" - ლატვიის პრეზიდენტი
"ჩვენ, როგორღაც, პოლიტიკურად და სიმბოლურად მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს. იქნება ეს ერთობლივი ვიზიტები თუ სხვა" - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესეს და ეს არის მიმართულება, რა მიმართულებითაც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები შემოიღეს. ეს არის ის მიმართულება, რომლითაც ჩვენი დიპლომატებიც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საუკეთესო გზას ვიპოვით საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან“, - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.