"დარჩა ვინმე პოლიციაში, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა და გაემიჯნება ამ კრიმინალს?" - ხაზარაძე
"დარჩა ვინმე პოლიციაში, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა და გაემიჯნება ამ კრიმინალს?" - ასე მიმართავს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
მამუკა ხაზარაძე ე.წ. ტიტუშკების მიერ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" ოპოზიციონერი ლიდერების დარბევას ეხმაურება, სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს და წერს, რომ "სახედაკარგულმა პოლიციამ ოპოზიციაზე თავდასხმა ერთობლივად მოაწყო".
სახედაკარგულმა პოლიციამ და კრიმინალებმა ერთობლივად მოაწყვეს ოპოზიციაზე თავდასხმა, დარბევა, პოლიტიკოსების მოტაცება!
შსს-ს თანამშრომლებს მივმართავ - დარჩა ვინმე პოლიციაში, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა და გაემიჯნება ამ კრიმინალს??
ეს რეჟიმი იმაზე მალე დასრულდება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ! რა სინდისით აპირებთ მერე ამ ქვეყანაში ცხოვრებას?? - წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.