მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება - EU-ის სპიკერი

04.12.24 23:42
მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება - EU-ის სპიკერი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე განცხადებით ეხმაურება.

ანიტა ჰიპერი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადაჭარბებული ძალის გამოყენება შეწყვიტონ და შეკრების თავისუფლება გამოხატონ.

საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული", - წერს ის X-ზე. 

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან". 

მსგავსი სიახლეები