ხალხი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ქალაქ ბაღდათშიც გამოვიდა

05.12.24 01:59
ხალხი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ქალაქ ბაღდათშიც გამოვიდა

ხალხი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ქალაქ ბაღდათშიც გამოვიდა - აგილობრივები ივანიშვლის პოლიტიკას აპროტესტებენ.

ამის პარალელურად დღეს 4 დიდ ქალაქში საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობდა. თბილისში მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლა გააგრძელეს.

საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმშიც, სადაც მოქალაქეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ და ქუჩებში მარში გამართეს.

ბათუმისა და თბილისის გარდა, პროტესტის კერა ქუთაისი და ზუგდიდია. 

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".

მსგავსი სიახლეები