პასუხი "ოცნების" ძალადობაზე - აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება - განცხადება

05.12.24 04:02
პასუხი "ოცნების" ძალადობაზე - აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება -  განცხადება

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სანქციებზე საუბრობს. 

ოფიციალურ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი გმობს ქართული ოცნების "სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ". 

აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების” პარტიის მიერ საქართველოს მოქალაქეები, დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას” შეაჩეროს მისი რეპრესიული ტაქტიკები, მათ შორის მათი კრიტიკოსების გასაჩუმებლად განხორციელებული განურჩეველი დაკავებები და ფიზიკური ძალადობა. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული მოქალაქეებისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ ცნობებით. ადამიანები, რომლებიც გამოხატვისა და შეკრების მათი უფლების გამო დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და ისინი, ვინც უკანონო ძალა გამოიყენა, სრულიად უნდა იყვნენ პასუხისმგებელი.

აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის ისინი, ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას – პასუხისმგებლები იქნებიან. ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის გარდა, აშშ ემზადება ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორის დამატებითი სანქციების”, – აცხადებს ბლინკენი.

მსგავსი სიახლეები