"ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დევს" - ბაიდენის სპეციალური თანაშემწე ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე
იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა, "გლობალნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკამ უკვა გადადგა ნაბიჯები და კარპენტერი არ გამოვრიცხავს, რომ შტატებმა შემდგომი ზომები მიიღოს სანქციების ჩათვლით, "რათა პასუხი გაეცეს იმას, რასაც საქართველოში ახლა ხდება"
ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, კარპენტერი ამბობს, რომ "ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა":
"ახლა არ ვაპირებ სანქციებთან დაკავშირებით წინასწარი განცხადება გავაკეთო, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ. ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დევს. " - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.