უკრაინის მიერ ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირება მნიშვნელოვანი გზავნილია ცივილიზებული მსოფლიოსთვის - ნაცვლიშვილი

05.12.24 13:27
უკრაინის მიერ ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირება მნიშვნელოვანი გზავნილია ცივილიზებული მსოფლიოსთვის - ნაცვლიშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირება მნიშვნელოვანი გზავნილია ცივილიზებული მსოფლიოსთვის.

"სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყნების სია გაფართოვდება, ეს შეუქცევადია" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ სანქციები დაადო ივანიშვილს და მისი კრიმინალური დაჯგუფების წევრებს!
ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ცივილიზებული მსოფლიოსთვის და დასტური იმისა, რომ ქართველ ხალხს და ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ბიძინა კი არა, რუსეთი უპირისპირდება ბიძინას ხელით. 
სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყნების სია გაფართოვდება, ეს შეუქცევადია.
რათქმაუნდა, მოძალადე რეჟიმის დასანქცირება მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აქტია მებრძოლი და თავისუფალი ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ აქვე ვიტყვი - როდესაც საამისო პირობები პრაქტიკაში შეიქმნება, და აუცილებლად შეიქმნება, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ივანიშვილი და მისი რეჟიმი გასამართლდეს დამოუკიდებელი და სამართლიანი ქართული მართლმსაჯულების მიერ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, გომელაური, ლილუაშვილი და სხვები - უკრაინამ ქართული "ოცნების" ლიდერები დაასანქცირა. ზელენსკის შავ სიაში ჯამში ოცი ადამიანის სახელი და გვარი წერია. სიაშია სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის შეფი და უკვე ამერიკის მიერ სანქცირებლი ლევან მურუსიძე და "ოცნების" პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა. შავ სიაში მოხვდა სუს-ის შეფი.  

სიაშია ასევე ამერიკის მიერ ჯაშუშობისთვის დასანქცირებული საქართველოს ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 

მსგავსი სიახლეები