"უკეთესად ვერც ვიტყოდი, მადლობა ვოლოდიმირ'' - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სანქცირების გადაწყვეტილებისთვის უკრაინის პრეზიენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის მადლობას უხდის.
"უკეთესად ვერც ვიტყოდი" - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.
უკეთესად ვერც ვიტყოდი. მადლობა ვოლოდიმირ! რუსეთი ცდილობს შავ ზღვაზე კონტროლი დაიბრუნოს!'', - წერს პრეზიდენტი.
ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, გომელაური, ლილუაშვილი და სხვები - უკრაინამ ქართული "ოცნების" ლიდერები დაასანქცირა. ზელენსკის შავ სიაში ჯამში ოცი ადამიანის სახელი და გვარი წერია. სიაშია სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის შეფი და უკვე ამერიკის მიერ სანქცირებლი ლევან მურუსიძე და "ოცნების" პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა. შავ სიაში მოხვდა სუს-ის შეფი.
სიაშია ასევე ამერიკის მიერ ჯაშუშობისთვის დასანქცირებული საქართველოს ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.