უკრაინის მიერ დასანქცირებული ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი
უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები - ომში მყოფი ქვეყნის მიერი დასანქცირებული ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.
სანქციების დაწესება არის თავისთავად ისეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე. 2022 წლის 1-ელ მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი, ორი მიზეზით, უფრო სწორად, ორი საბაბით:
1. ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები [რუსეთისთვის] და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა და სხვათა შორის, მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია.
2. ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამ ორი საბაბით თავის დროზე ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან.
აქედან გამოჩნდა, რეალურად, რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი ფრონტი.
ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, გომელაური, ლილუაშვილი და სხვები - უკრაინამ ქართული "ოცნების" ლიდერები დაასანქცირა. ზელენსკის შავ სიაში ჯამში ოცი ადამიანის სახელი და გვარი წერია. სიაშია სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის შეფი და უკვე ამერიკის მიერ სანქცირებლი ლევან მურუსიძე და "ოცნების" პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა. შავ სიაში მოხვდა სუს-ის შეფი.
სიაშია ასევე ამერიკის მიერ ჯაშუშობისთვის დასანქცირებული საქართველოს ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე