ღარიბაშვილი ძალიან განერვიულებულია, ,,ოცნების" მხარდამჭერთა რიგები დღითიდღე მცირდება - თინა ბოკუჩავა

02.09.21 13:44
ღარიბაშვილი ძალიან განერვიულებულია, ,,ოცნების" მხარდამჭერთა რიგები დღითიდღე მცირდება - თინა ბოკუჩავა

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. თინა ბოკუჩავას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი  ,ქართული ოცნების" მხარდამჭერების სისტემატურად დაკარგვის ფაქტითაა გაღიზიანებული.

მესმის, რომ ბატონი ღარიბაშვილი ძალიან განერვიულებულია და მას სანერვიულოდ საფუძველი ნამდვილად აქვს, იმიტომ რომ ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიგები დღითიდღე მცირდება. ღარიბაშვილი ძალიან ნერვიულობს, რომ ივანიშვილი მალე დაკარგავს ძალაუფლებას, ამით კი აქტუალობას დაკარგავენ ისეთი პერსონაჟები, რომლებსაც პოლიტიკური წარსული არ ჰქონიათ ივანიშვილის გარეშე - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრემიერმა ,,ნაცმოძრაობის" შესახებ განაცხადა, რომ ,,ენმ" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე გუშინდელი ხელის მოწერა არის ,,პოლიტიკური თაღლითობა"