თქვენი შვილები გარეთ დგანან და მონობას, “ჩმორობას“ და ქვეყნის გაყიდვას არ გაპატიებენ - ივა ჭყონიას მიმართვა
მინდა იმ ადამიანებს მივმართო, ვინც ტელეეთერბთან ზის და სოციალურ ქსელში უყურებს ამ ყველაფერს- როგორ მოგწონთ ის, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს?!,- ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ჭყონიას თქმით, “ყველას სახლში მიაკითხავენ, თავზე გადაუვლიან, მათ შვილებს წაიყვანენ და უარეს უზამენ.“
არ დავიღლებით, გპირდებით, სამშობლოს არ დავთმობთ. აქ დგას თაობა, რომელიც თავისუფლებაშია დაბადებული, განათლებულია, თქვენნაირი ბრბო არ არის, რომელიც არალეგიტიმურ უსახურებს უჭერს მხარს. არ შეგრჩებათ, თქვენი შვილების თვალებში შეგრცხვებათ ჩახედვა.
მე ვინც მიყურებთ და ამ რეჟიმს აპრავებთ, თქვენი შვილები არ გაპატიებენ, ისინი გარეთ დგანან და არ გაპატიებენ იმ მონობას, ჩმორობას და ქვეყნის გაყიდვას. ეს ქვეყანა აუცილებლად გადარჩება“, - განახადა ჭყონიამ გადაცემა “რეაქციაში“.