ზოგიერთი მონაკვეთი არაზუსტად იყო ნათარგმნი... არსად მითქვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ვმუშაობ - კიმბერლი ლოუ

06.12.24 00:46
ზოგიერთი მონაკვეთი არაზუსტად იყო ნათარგმნი... არსად მითქვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ვმუშაობ - კიმბერლი ლოუ

ამერიკელი კიმბერლი ლოუ, რომელთანაც ინტერვიუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაწერა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას “ინტერვიუ ჰქონდა ქართველ ჟურნალისტთან, ზოგიერთი მონაკვეთი არაზუსტად იყო ნათარგმნი".

მისი თქმით, ინტერვიუს არცერთ მომენტში კიმბერლი ლოუს არ უთქვამს, რომ ამჟამად მუშაობდა ტრამპის ადმინისტრაციაში.

3 დეკემბერს, მე, კიმბერლი ლოუს, ინტერვიუ მქონდა ჟურნალისტთან საქართველოში. ამ ვიდეოს ნაწილი გავრცელდა საქართველოს, ევროპის, რუსეთის, თურქეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტეს ნაწილზე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამერიკა შენ გვერდით დგას, საქართველო და ჩვენი ლოცვა შენთანაა ამ მძიმე დროს.

მეორეც, ინტერვიუს ზოგიერთი მონაკვეთი არაზუსტად იყო ნათარგმნი. მე ავტვირთავ სრულ ვიდეოს ინგლისურად, რომ ყველამ ნახოს. კიმბერლი ლოუს გზავნილი ქართველი ხალხისადმი იყო მშვიდობისა და პოზიტივის. 

ინტერვიუს არცერთ მომენტში კიმბერლი ლოუს არ უთქვამს, რომ ამჟამად მუშაობდა ტრამპის ადმინისტრაციაში“, - წერს ის.

 

მსგავსი სიახლეები