ბრაუდერი: საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი და ივანიშვილი აქტიურ როლს ასრულებს ამ სიტუაციაში

06.12.24 01:45
ბრაუდერი: საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი და ივანიშვილი აქტიურ როლს ასრულებს ამ სიტუაციაში

საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი და ივანიშვილი აქტიურ როლს ასრულებს ამ სიტუაციაში, - ამის შესახებ მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა აშშ-ს სენატორებთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც სენატორები ქართული ოცნებისთვის მაგნიტსკის სანქციების დაწესების ინიციატივას განიხილავენ. 

 უილიამ ბრაუდერმა საქართველოზე და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც სენატორმა ჯინ შაჰინმა მას ჰკითხა - რა ურთიერთმიმართებაა საქართველოში არსებულ ვითარებასა და კორუფციას შორის:

სად იშოვნა მან ფული? - რუსეთში. როგორ იშოვნა მან ფული რუსეთში? – „გაზპრომისა“ და სხვა სახელმწიფო კომპანიების საშუალებით, რომლებიც, ჩემი გამოცდილებით, უკიდურესად კორუფციულია. მან იშოვნა რამდენიმე მილიარდი. დაბრუნდა საქართველოში და როგორ აკონტროლებენ მას რუსები? - ისინი ეუბნებიან: შენ ფული იშოვნე იმ გზით, რომელიც პოტენციურად საეჭვოა. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ჩამოგართვათ, აღვძრათ სისხლის სამართლის საქმეები შენს წინააღმდეგ და ყველანაირ გზას მივმართოთ ან შეგვიძლია არაფერი არ გავაკეთოთ, თუ დაგვეხმარები. რა გააკეთა მან? - დაეხმარა მათ და მას შემდეგ აქტიურად ეხმარება და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი მთავრობა და სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ბატონი ივანიშვილი მთელ ამ სიტუაციაში ძალიან აქტიურ როლს ასრულებს.

ეს არის ერთი მაგალითი, როგორ მუშაობს კორუფცია. მეორე მაგალითია ის, რომ ამ ხალხს, რომელიც კორუმპირებულია, რომელიც ხელისუფლებაშია, არ სურთ შემდეგმა მთავრობამ გამოიძიოს მათი საქმეები. ამიტომ, რას შვრებიან? - ისინი არ თმობენ ძალაუფლებას. ამას აკეთებენ ბიულეტენების ყუთებში ჩატენვით, არჩევნების გაყალბებით და ა.შ.. ყველაფერი ეს სრულად ურთიერთგადაჯაჭვულია. ამიტომაც არის კორუფცია ასეთი მნიშვნელოვანი“- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები