საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სხვა თემებთან ერთად, საქართველოსა და “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების შესახებ საუბრობს.
ზელენკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები დასავლელმა პარტნიორებმაც მიიღონ.
გადაწყვეტილება საქართველოში მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ვისაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს - მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში - ევროპელებმა, ამერიკელებმა და ზოგადად ყველამ, ვინც ქვეყნების დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას აფასებს. საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.