ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - ადვოკატი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს

06.12.24 11:21
ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება - ადვოკატი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს

სასამართლო პროცესის მოლოდინშია კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. ცნობილია, რომ პროცესთან დაკავშირებით განაცხადს საქალაქო სასამართლოში გამომძიებელი 12:00 საათისთვის შეიტანს. 

ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავებიან. ადვოკატი ამბობს, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ბრალდების მხარეს მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავს, ის არ არის ქართულენოვანი და მან ქართულად მხოლოდ გინება გაიგონა. 

ინტერესების დამცველი განმარტავს, რომ ელისაშვილს საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ ვინ იყო ალი ბაბაევი და შესაბამისად, არც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია. ადვოკატის თქმით, ალეჯი ელისაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ვერ ადასტურებენ, რომ ეს იყო ალეკო ელისაშვილი, იმიტომ, რომ ერთი ამბობს, რომ იყო შენობაში და ხმაურზე გამოვიდა, მეორე ამბობს, რომ ყურსასმენები ეკეთა და ერთადერთი, თავისი მეგობარი ჰაყვს მოწმედ, მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ. თავისი მოწმე ჰყავს ვიღაც ირანელი, რომელმაც ქართული იცის და გაიგო მხოლოდ და მხოლოდ ალეკო ელისაშვილისგან გინება. მარტო გინება იცის, სავარაუდოდ ქართული. არანაირი მტკიცებულება არ მიუთითებს ალეკო ელისაშილის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე. ეს იყო სპეცოპერაცია იმისთვის, რომ დაეშინებინათ სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, გაეჩუმებინათ კრიტიკული აზრი. დაკავების დროს მიაყენეს მძიმე დაზიანებები. მას აქვს სახის არეში დაზიანება და აქვს ნეკნების არეში ძლიერი ტკივილი, - ამბოსბ ადვოკატი.

მსგავსი სიახლეები