"ქართველი ხახლის მიმართ ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა" - სენატორები სალომე ზურაბიშვილს ესაუბრნენ
ორპარტიული სენატორთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და საქართველოში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოტება გამოხატეს. ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
შაჰინი აღნიშნავს, რომ კონგრესი გააგრძელებს ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული დემოკრატიის მხარდაჭერას.
სენატორებმა ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს:
დღეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იყენებს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უგულებელყოფს ქართველთა დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, რომლებსაც მომავალი ევროკავშირში სურთ.
ქართველი ხახლის მიმართ არის ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა. ეს უნდა იყოს შეხსენება „ქართული ოცნებისთვის“, რომ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება უახლოეს თვეებში, - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები ასევე იმედოვნებენ, რომ ივანიშვილი და "ოცნების" დასანქცირების კუთხით სწრაფი ნაბიჯები გადაიდგმევა.