ხარაზიშვილის შემდეგ, ნათელია, რომ აშშ ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებსაც დაასანქცირებს - ბოკუჩავა

06.12.24 13:30
ხარაზიშვილის შემდეგ, ნათელია, რომ აშშ ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებსაც დაასანქცირებს - ბოკუჩავა

მაგნიტსკის სიის ავტორის განცხადების შემდეგ ოპოზიცია დარმწუნებულია, რომ ივანიშვილს და "ოცნების" ლიდერებს სანქციები სულ მალე წამოეწევათ. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ამის წინაპირობა იყო ის ფაქტიც, როდესაც ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე დასანქცირდნენ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აშშ სანქციებზე უკვე მუშაობს. 

როდესაც აშშ-მა დაასაქნცირა ზვიად ხარაზიშვილი, ხარებად წოდებული და მისი მოადგილე სწორედ გლობალური მაგნიტსკის აქტის გამოყენებით, ეს იყო გზავნილი, რომ ამას მოყვებიან ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც. მიდის სანქციების აქტიურად განხილვა. ახლა მთავარია, აშშ-მა იმოქმედოს. დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეუძლიათ, დასაანქცირებელი პირების წრის გასასაზღვრად იხელმძღვანელონ პრეზიდენტი ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლების მიერ შედგენილი სიით და ამით, მათ შორის, დააჩქარონ სანქცირების პროცესი, - ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები