ყველა, ვინც ადამიანების დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს - გიორგი ვაშაძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ აშშ-ს მიერ ივანიშვილის და "ოცნების" ლიდერების დასანქცირება შორი პერსპექტივა აღარაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მათ ამოაცანას ახლა მხოლოდ დასანქცირება არ წარმოადგენს და მიზანია, ყველა, ვინც ადამიანების დასახიჩრებაში იღებს მონაწილეობას, სისხლის სამართლის პასუხისგებაშ მიეცეს.
არც თუ ისე შორი დროა, როდესაც მაგნიტსკის სია გაფართოვდება და იმაში ჩვენ ვნახავთ ივანიშვილს და მთელ მის გარემოცვას. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. არცერთ ადამიანს, ვინც ამ დანაშაულს ჩადის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის წინაშე, არ ექნება შესაძლებლობა, აარიდოს თავის პასუხისმგებლობას. ჩვენი ამოცანა მხოლოდ სანქციები არ არის. არსებობს მექანიზმები, რომ სისხლი სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ყველა მოძალადე, ყველა დამნაშავე, რომელიც პასუხისგებელია ადამიანის დასახიჩრებაზე, - ამბობს ვაშაძე.