ირაკლი კობახახიძე ხელოვანებს ემუქრება

06.12.24 14:35
ირაკლი კობახახიძე ხელოვანებს ემუქრება

ირაკლი კობახიძე ხელოვანებს ემუქრება. "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში რევოლუციური სცენარის მოწყობაში წინა პლანზე სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოჰყავს. მისი მტკიცებით, ხელოვანთა ჩართვა მაიდნის მოწყობაში იყო უცხოური დაფინანსების ერთერთი მთავარი ორიენტირი.

თქვენ გახსოვთ კანვასის ტრენინგები, მაგალითად. მაშინ ტრენინგებს უტარებდნენ ძირითადად ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ კანვასის ტრენინგების მიზანი იყო ხელოვნების ჩართვა რევოლიციურ პროცესებში, ამას მოჰყვა ირონიული საპასუხო განცხადებები.

თუმცა, ჩვენ დღეს ვხედავდით ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოჰყავდათ წინა პლანზე ამ რევოლუციის მოწყობის მცდელობის დროს. 

მინდა გაგახსენოთ რობერტ ფიცოს ათწუთიანი ვიდეო, სადაც ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თეატრებზე, იმაზე, თუ როგორ ხდება თეატრების ჩართვა ასეთ პროცესებში, სიძულვილის დათესვაში, აგრესიის დათესვაში, თქვენ ხედავდით, რომ ამ კუთხითაც განსაკუთრებით გააქტიურეს ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში და კანვასის ტრენინგების შემადგენლობას თუ გაიხსენებთ, ძალიან კარგად იკვეთება შესაბამისი მიმართულებები.

ხელოვანთა ჩართვა მაიდნის მოწყობაში იყო უცხოური დაფინანსების ერთერთი მთავარი ორიენტირი, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები