მოპარული არჩევნები და სისტემური ძალადობა მომიტინგეებზე, რუსული სისტემაა, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს - პრეზიდენტის ინტერვიუ DW-თან
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე გავლენიან გერმანულ გამოცემასთან საუბრობს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოპარული ხმები და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა სწორედ რუსული სისტემაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს.
ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციის და საქართველოს რუსეთისკენ, ან რუსეთში ჩათრევის მცდელობის წინააღმდეგ, - ამბობს პრეზიდენტი ინტერვიუში.
ეს არაა მხოლოდ წყლის ჭავლი და დაპატიმრებები, ეს სისტემური ძალადობაა მომიტინგეების მიმართ, რაც საქართველოს მოსახლეობაზე სისტემურ ძალადობას მოჰყვა მას შემდეგ, რაც მათ არჩევნებზე ხმა წაართვეს, როდესაც მათ ეტაპობრივად ქვეყნის თითოეულ დამოუკიდებელ ინსტიტუტს ართმევენ. ეს მთელი რუსული სისტემაა, რომელიც საქართველოში იკიდებს ფეხს და ამ დღეებში, თბილისში მოსახლეობა სწორედ ამას აპროტესტებს. სიახლეა საქართველოსთვის, რომ საპროტესტო აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. პროტესტი იზრდება საჯარო სამსახურში, სადაც ადამიანები ხელს აწერენ საჯარო პროტესტს, ან ტოვებენ სამსახურს, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსში, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებში. ეს არის მასიური ეროვნული პროტესტი ძალაუფლების უზურპაციის და საქართველოს რუსეთისკენ, ან რუსეთში ჩათრევის მცდელობის წინააღმდეგ, - თქვა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი გავლენიან გამოცემასთან ამბობს, რომ ქუჩაში მშვიდობიანი მომიტინგეები დგანან, ამიტომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვითარება კრიტიკულ წერტილამდე მივიდეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხალხს ახალ არჩევნებს ითხოვს და მათი მიზანი რევოლუცია არაა. მისი თქმით, ერთადერთი, ვინც საკონსტიტუციო ჩარჩოს მიღმა რჩება, სწორედ "ქართული ოცნებაა".
ამაზე არაფერი მიუთითებს, რადგან ქუჩაში ძალიან მშვიდობიანი მომიტინგეები არიან. ისინი ორ რამეს ითხოვენ: ევროპული გზის დაბრუნებას და ახალ არჩევნებს. სხვა რაიმე სახის მოწოდება არაა და ყველაფერი უკიდურესად მშვიდობიანი იყო იმ მომენტამდე, სანამ პროტესტის ძალადობრივი დარბევა დაიწყებოდა და ალბათ, თქვენც გინახავთ ამის ამსახველი რამდენიმე სურათი, ამის მიუხედავად, ყველა პროტესტი გრძელდება ასევე, სამართლებრივ ჩარჩოებში, ადვოკატებით, რომლებიც აქციის მონაწილეების საქმეს იღებენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან კანონმორჩილი ქვეყანა ვართ.
ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმორჩილები და ვიყოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ისინი, ვინც დღეს საკონსტიტუციო ჩარჩოს მიღმა არიან, ბევრი კუთხით, არიან დე ფაქტო ლიდერები, რომლებიც მივიღეთ ამ გაყალბებული არჩევნებიდან. ისინი კონსტიტუციას პატივს არ სცემენ. ისინი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ და სწორედ აქ უნდა დავაბრუნოთ ისინი და დავაბრუნოთ ქვეყანა მის სწორ ევროპულ გზაზე, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.