ნიკა გვარამიას მოსამართლემ 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

06.12.24 15:26
ნიკა გვარამიას მოსამართლემ 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ნიკა გვარამიას 12 დღით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ იყო. მისი თქმით, ხელისუფლება ახლა პოლიტიკური ლიდერების განეიტრალ;ებას ცდილობს, თუმცა პროცესი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების დაორგანიზებული არ არის, ამიტომ გვარამიას დაპატიმრებაც პროტესტის მუხტს ვერ ჩაახშობს.

არაფერი მომხდარა ისეთი, რისი მოლოდინიც არ შეიძლება, გვქონოდა. შეგნებულად ვხმარობ ამ ტერმინს, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ამ ბოლო დღეებში ეს არის ტერმინი „სამართლადამცავი“ სამართალდამცავი კი არა ომონის წევრები არიან,ს ადისტები არიან, რასაც ისინი აკეთებენ აქციებზე.
დღევანდელი სასამართლოც იყო სპექტაკლი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას ორ რამეზე: ერთი არის ომინი და მეორე არის სასამართლო კლანი. აწყობილი აქვს ასე სისტემა. არაფერი გასაკვირი ამაში არაა. ერთი რამ შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა,რ ომ თბილისის ქუჩებში მიმდინარე ხალხმრავალი პროტესტის, რომელიც არასდროს ყოფილა, არ არის ორგანიზებული პოლიტიკური პარტიების მიერ, შესაბამისად, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ამ პროტესტს ვერც გააჩერებს, ვერც მუხტს ჩაახშობს, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

 

ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლეს ჰქონდა შანსი, მიმდინარე პროცესებშ საკუთარი წვლილი შეეტაან, თუმცა ის ასე არ მოიქცა. 

სამშობლოს გამყიდველია ის მოსამართლეც, რომელსაც ჰქონდა შანსი, თავისი წვლილი შეეტანა ამ პროცესებში და სამშობლოს პაყტარა გამყიდველები არიან პროკურატურის ის წარმომადგენლები, რომლებსაც წარმპდგენა არ აქვთ იურიდიული პროესების, - ამბობს სოფო ლილუაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი "დროას" ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

მას დაკავებისას ნიღბიანები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები