პროდასავლური ოპოზიცია ძალადობის ჩამდენებისა და დაზარალებულების რეესტრის შექმნას აანონსებს
პროდასავლური ოპოზიცია მოქმედებაზე გადადის. პოლიტიკოსები გეგმავენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა ოლიგარქის ომონის წევრებმა საკუთარი თანამოქალაქეების წამების გამო პასუხი აგონ. საქმე ეხება საერთაშორისო სასამართლოებისთვის მიმართვას და ყველა მოძალადის სიახლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას. უკვე დაანონსებულია, რომ სწორედ ამ მიზნით შეიქმნება ბაზები, სადაც მოხდება იდენტიფიცირება მოსამართლეების, მოძალადეების და ყველა იმ პირის, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა ან უსამართლოდდ მოექცა.
ჩვენ ვმუშაობთ და კიდევ უფრო ინტენსიურად გადავდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ შეიქმნას რეესტრი, რომელშიც იქნება თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე დეტალურად დოკუმენტირებული ყველა მტკიცებულების აღწერით. მასალებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დადგეს თითოეული მოძალადის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ისინი ვერ გაექცევიან.
არ დავტოვებთ არც ერთ საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოსაც, სადაც არ წავიღებთ დაზარალებულების სახელით საქმეებს იმისათვის, რომ თითოეულმა მოძალადემ უმკაცრესად აგოს პასუხი, - თქვა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.
ვიდრე, აღნიშნულს დოკუემნტის სახე მიეცემა, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია საერთაშორისო საზოგადოებას 3 კომპონენტზე ყურადღების გამახვილებას სთავაზობს.
"1. ჟურნალისტები, რომელთა მიმართ განზრახული დევნა ხორციელდება. დაუცველნი არიან ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ოპერატორები და ეს არის განრაზ ქმედება, რადგან ხელისუფლებას არ სურს, არსებობდეს რეალური მტკიცებულებები, მათი სისატიკის აღსაწერად.
2. ის სისასტიკე, რასაც ისინი ჩადიან მოქალაქეების წინააღმდეგ, ე.წ. ბუფერულ ზონასი, მათ აკავებენ და შემდეგ სცემენ. უბრალოდ, ისინი არ იძლევიან შესაძლებლობას ობიექტურმა თვალმა დაინახოს ის სისასტიკე. შემდეგ ჩვენი ბიუჯეტიდან იღებენ ფულს ადამიანების ცემისთვის და მერე ამ ნაცემ ადამიანებს, ასევე ჩვენი ფულით, თითქოს მკურნალობენ, თითქოს კეთილები არიან. ადამიანებს ურტყამენ სპეც.რაზმელები მათ მიერ მოყვანილ მანქანებში და ეს გამოსაძიებელია.
3. ის ჩხრეკა-ამოღებები, რაც ხორციელდება პოლიტიკური პარტიების ოფისებში და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მოძრაობების ოფისებში. არც ერთ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი თავის დროზე დადგენილება ან სასამართლოს განჩინება. ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ოფისში ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი დადგენილება. არ უშვებენ უფლებამოსილ პირებსაც", - თქვა თამარ კორძაიამ.