"ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ და გვესმის თქვენი" - რობერტა მეცოლა ქართველ ხალხს

06.12.24 16:19
"ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ და გვესმის თქვენი" - რობერტა მეცოლა ქართველ ხალხს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქართველ ხალხს მიმართავს. ევროპელი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ იცის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესახებ და ხედავს მათ ბრძოლას.

ვრჩებით საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერები, - აღნიშნავს რობერტა მეცოლა. 

ახლახანს ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ქართველ ხალხს მივმართავ: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი.
ვრჩებით საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერები, - წერს მეცოლა.

მსგავსი სიახლეები