საქართველოში საპროტესტო აქციები საყოველთაო ტერორში გადაიზარდა - პრეზიდენტი
საქართველოში საპროტესტო აქციები საყოველთაო ტერორში გადაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საზოგადო მოღვაწეებს, ხელოვანებს და პოლიტიკოსებს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.
საქართველოში საპროტესტო აქციები ტერორად იქცა. დაკავებები დაიწყო. საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ. ტერორიზმში ბრალდებულების სავარაუდო სასჯელი – 9 წელია“, - წერს პრეზიდენტი.
პრეზიდენტმა ასევე დაწერა ჟურნალისტ, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტზე.
პოლიცია უარს ამბობს დღის სინათლეზე და უმიზეზოდ ჟურნალისტის ცემაში პასუხისმგებელი „ტიტუშკას“ დაკავებაზე",- დაწერა პრეზიდენტმა.