ოპონენტების განეიტრალების სპეცოპერაცია - ალეკო ელისაშვილი და ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვეს

06.12.24 20:49
ოპონენტების განეიტრალების სპეცოპერაცია - ალეკო ელისაშვილი და ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვეს

 

ოპონენტების განეიტრალების სპეცოპერაცია - ალეკო ელისაშვილი ციხეში, წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. ელისაშვილზე ძებნა უკრაინაში ომის გამო პუტინის რეჟიმმა გამოაცხადა და მას დაუსწრებლად პატიმრობა შუეფარდა. ის, რაც ვერ მოახერხა მოსკოვმა, საკუთარ თავზე აიღო ივანიშვილის გუნდმა. კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს'' წევრი მოსამართლემ ციხეში მხოლოდ იმის გამო გაუშვა, რომ რკინის ჯოხით შეურაღებული მამაკაცისგან თავს იცავდა. დაკავებული ელისაშვილი პოლციამ სცემა და დღეს თავად ყვებოდა სასამართლო პროცესზე ამბებს იზოლატორიდან.  

ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნებას" მისი  დაკავება გადაწყვეტილი ჰქონდა, სახლთან უთვალთვალებდნენ და გადაადგილებას აკვირდებოდნენ. ეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ლიდერი   საპროტესტო აქციებზე რუსთაველის გამზირზე გაბრაზებულ  ხალხთან  დადგა და ,,ქართული  ოცნების რუსული ნაბიჯები გააპროტესტა. "ალეკო  ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია" - ასე ფიქრობს ყველა, ვინც რუსული რეჟიმის სასტიკ მეთოდებს კარგად იცნობს. 

სისიტემის კიდევ  ერთი მსხვერპლი კოალიცია ,,ცვლილებებისთვის'' ლიდერი ნიკა გვარამიაა. ოპოზიციონერი ლიდერი დღეს სასამართლო დარბაზში ისე გადაიყვანეს და პროცესი  ისე დაიწყეს, რომ ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს. ნიღბიანი გომელაურის რაზმის თანამშრომლებისგან ნაცემი გვარამია კლანის სასამართლომ  12 დღიან პატიმრობაში გაუშვა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები