საბა სხვიტარიძეს იზოლატორში პოლიციელმა თავზე ხე გადაამტვრია - ნაწამები აქტივისტი პატიმრობაში დატოვეს

06.12.24 20:15
საბა სხვიტარიძეს იზოლატორში პოლიციელმა თავზე ხე გადაამტვრია - ნაწამები აქტივისტი პატიმრობაში დატოვეს

 

დაკავებულ საბა სხვიტარიძეს იზოლატორში პოლიციელმა თავზე ხე გადაამტვრია - ნაწამები აქტივისტის ჩვენება სასამართლოში. განსასჯელის სკამზე მჯდომმა  დეტალურად გაიხსენა წამების, გატაცების და არაადამიანური მოპყრობის წუთები. უმოწყალოდ სცემეს დაკავებისას, სამმართველოში ერთ-ერთ კაბინეტში შეათრიეს და ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ოთხ ნიღბიანს დაუძახეს. 

მეხუთე სართულზე დაწყებული ძალადობა გაგრძელდა მერვე სართულზე, სადაც მას უკვე საპატრულო ფორმაში ჩაცმული მოძალადეები სხვადახვა საგნებით უსწორდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვინც  სხვიტარიძეს პირადად უსწორდებოდა, მირიან ქავთარაძეა.

ახლა უმოწყალოდ ნაცემ აქტივისტს რეჟიმი 7-დან 11  წლამდე პატიმრობისთვის წირავს. მოსამართლემ ნაწამები სხვიტარიძის უმძიმესი ჩვენება არ შეიმჩნია.

სხვიტარიძის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ის მოსამართლ ლელა მარიდაშვილმა პატიმრობაში დატოვა, რასაც იქ მყოფების პროტესტის მოჰყვა. "მონებო!",  - ისმოდა სასამართლო დარბაზში. 

 7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ ახალგაზრდას, საბა ბირკაიას. აქაც, მოსამარღლის გადაწყვეტილებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები