"დაგვითმეთ ეთერი" - საზმაუსთან პროტესტს ხელოვანებიც შეურთდნენ

06.12.24 20:27
"დაგვითმეთ ეთერი" - საზმაუსთან პროტესტს ხელოვანებიც შეურთდნენ

"დაგვითმეთ ეთერი" - საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისევ პროტესტია. აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ ის ხელოვანებიც შეუერთდნენ, რომლებიც დღეს მსვლელობით თეატრიდან თეატრში გადადიოდნენ ერთადერთი მოთხოვნით:  გამოეხატა ყველა დასს მკაცრი პოზიცია ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით. 

აქციის მონაწილეებმა ტელევიზიასთან მიიტანეს ოლიგარქის ომონის მიერ დაკავებული და სასტიკად ნაწამები ახალგაზრდების ფოტოები. "ახლა სცენაზე დგომის დრო არ არის, რადგან ქვეყნის მომავალი წყდება" - ამბობენ მსახიობები, რომლებიც უკვე მე-9 დღეა ქუჩაში იცავენ თავისუფლებას და ევროპულ მომავალს. 

მსგავსი სიახლეები