"დეკემბერში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ" - ნაუსედა
"დეკემბერში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ" - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლიეტუვას პრეზიდენტი იმედგაცრუებას გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.
საქართველოში დეკემბერში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთანაც განვიხილავთ. ვფიქრობ, რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით, უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ვუჭერ მხარს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც შეიძლება ევროპის დონეზე დაწესდეს“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.