სანქციები "ქართულ ოცნებას" - ამერიკელი სენატორები ივანიშვილის მაგნიტსკის სიაში შეყვანას ითხოვენ

06.12.24 21:49
სანქციები "ქართულ ოცნებას" - ამერიკელი სენატორები ივანიშვილის მაგნიტსკის სიაში შეყვანას ითხოვენ

სანქციები  - ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დასავლეთის დღის წესრიგში დგას.  სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 1 საათის განმავლობაში განიხილავდნენ, როგორ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც საქართველოში თავისუფალ ადამიანებს ებრძვის.

"მაგნიტსკის სანქციები ამ მდგომარეობაში იქნება ყველაზე სასარგებლო" - ასეთი იყო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. სენატორები სანქციებისთვის ემზადებიან და ივანიშვილთან ერთად მაგნიტსკის სიაში ადგილს დაიმსახურებენ ისინი, ვისი ბრძანებითაც ხალხს სისხლიანი ნოემბერი მოუწყვეს. 

მაგნიტსკის აქტზე დაყრდნობით შეერთებულმა შტატებმა სანქციები უკვე დაუწესა "ხარებას" და მის მოადგილეს. ეს იყო სიგნალი, რომ პროცესი დაწყებულია. მაგნიტსკის სიაში ხვდებიან ისინი, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევენ და ვინც კორუფციაშია ჩართული. 

ამერიკაში სანქციების პაკეტი გამზადებულია, ახლა მხოლოდ მისი ამოქმედებაა საჭირო. სანქციებისთვის ემზადებიან ევროკავშირშიც. ევროპარლამენტარები ავრცელებენ მიმართვას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები