ისეთ ზღვარს გაცდა ,,ოცნება", რომ ზურაბიშვილიც კი საჭიროდ თვლის ამაზე რეაგირებას - გიგა ბოკერია

02.09.21 20:21
ისეთ ზღვარს გაცდა ,,ოცნება", რომ ზურაბიშვილიც კი საჭიროდ თვლის ამაზე რეაგირებას - გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას, განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმი ისეთ ზღვარს გასცდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, პოლიტიკურად ნომინალურმა ფიგურამ, ხელისუფლების შეცდომებზე რეაგირება საჭიროდ ჩათვალა. 

იმდენად სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანო სპირალშია შესული ივანიშვილის რეჟიმი, რომ სალომე ზურაბიშვილისნაირი ფიგურაც კი ხვდება, რომ დისტანცირება უნდა მოახდინოს თუნდაც მისი პირადი პერსპექტივიდან გამომდინარე, რომ ევროპაში ჩაესვლებოდეს.

ისეთ ზღვარს გასცდა რეჟიმი თავის საქციელში, ქვეყნის  ევროატლანტიკური მომავლის და თავისუფლების წინააღმდეგ, რომ ზურაბიშვილიც კი საჭიროდ თვლის ამაზე ფორმალურად რეაგირებას - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თავის გამოსვლაში დღეს მკაცრად გააკრიტიკა ,,ქართული ოცნება" და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის სესხზე უარის თქმა ლოგიკას მოკლებულია და ეს ნაბიჯი პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს.