გავშიფრეთ, მივაკითხეთ, გაჩვენებთ! - ვინ არბევს ხალხს?

07.12.24 21:06
გავშიფრეთ, მივაკითხეთ, გაჩვენებთ! - ვინ არბევს ხალხს?

ვინ არბევს ხალხს? - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, "ხარებას" რაზმში, რომელმაც საქართველოში ივანიშვილის დავალებით, ხალხს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო "შრეკი" იგივე სოსო წიკლაური ირიცხება. წყაროს ცნობით, სისტემიდან სკანდალით ერთხელ უკვე გაშვებული კადრი, უკან იმ პირობით დააბრუნეს, რომ ყველა დავალებას უსიტყვოდ შეასრულებდა. 

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ  "ოლიგარქის ომონის" ყველა დანაყოფში, ხელმძღვანელ პოზიციაზე, "ხარებას" ან შინაგან საქმეთა მინისტრის იოსებ ჭელიძის ნათესავები არიან დანიშნული.

  • "შაბათის ერთმა" დაადგინა, რომ ერთ-ერთ ასეთი რაზმის მეთაური, ზვიად ხარაზიშვილის დეიდაშვილი გიორგი კაპანაძეა
  • როინ სხირტლაძეც ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირია სპეცრაზმში. სხირტლაძე, რომელიც აქციების დროს სახეს შავი ნიღბით მალავდა, უშუალოდ აკონტროლებდა დანაყოფის მოქმედებას მშვიდობანი მიტინგების დარბევის დროს. 

სპეცრაზმის მაღალჩინოსნის დედა, "შაბათის ეთერისგან" ითხოვს, ჟურნალისტებმა დაადგინონ, რეალურად ვინ იყო ის ხალხი შავებში, ვინც რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტები სამაგალითოდ დასაჯა. 

  • "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მათ შორის, ვისაც სანადიროდ უშვებენ ერთი-ერთი 31 წლის კოტე ყურაშიძეა.  კამერას გაქცეული კოტე რიგითია. მასზე მეტად ახლა, იმ ადამიანებისთვის ნიღბის ჩამოხსნაა მნიშვნელოვანი, ვინც კოტესნაირებს უკანონო დავალებებს აძლევს.  ერთ-ერთი ასეთი, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ზურაბ პავლიაშვილია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, იოსებ ჭელიძის დეიდაშვილი.  პავლიაშვილი, ჩვენი წყაროს ცნობით, გდდს დირექტორის მოადგილეა და რუსთაველზე განლაგებულ რობოკოპებს, ორთაჭალის ბაზიდან ამარაგებს.

ეს ყველაფერი არ არის, "შაბათის ეთერმა" დაადგინა ისიც, რომ საკუთარი ხალხის დასარბევად, ივანიშვილის მინისტრმა გომელაურმა სპეცრაზმი კარალეთიდანაც ჩახსნა და თბილისში, ხალხის დასარბევად წამოიყვანა. 

საოკუპაციო ხაზიდან თბილისში,  ბადრი კერესელიძე, მეტსახელად "ბოქსიორი" გადმოიყვანეს. ინფორმაციას "შაბათის ეთერს" კერესელიძის  სახლში უდასტურებენ.

ასევე ნახეთ: 

ვინ არბევს ხალხს? - ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები