წყარო: მოქალაქეებს კერძო დაცვის თანამშრომლები სუს-ის უფროსის მოადგილის ბრძანებით უსწორდებიან
"შაბათის ეთერს" ინფორმირებული წყარო უყვება, რომ ქაშუეთისა და პატარა სამების მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაზე მიმავალ ახალგაზრდებს სასტიკად კერძო დაცვის თანამშრომლები სუს-ის უფროსის მოადგილის ბრძანებით უსწორდებიან.
წყარო სისტემიდან ამბობს, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლევან ახობაძემ კერძო დაცვის სამსახურის, სპორტული აღნაგობის თანამშრომლები დაიბარა და მომიტინგეების განეიტრალების დავალება პირადად მისცა.
"შაბათის ეთერის" წყარო ასახელებს კონკრეტულ გვარებს, რომლებიც დავალების შესრულებას დათანხმდნენ. ესენი არიან მაისაშვილი და ბაბუციძე.
რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ტიტუშკებმა აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს სცემეს. ინტერვიუების "ტვ.პირველის" ეთერში გასვლის შემდეგ, "შაბათის ეთერი" ორივე ლოკაციაზე მივიდა, თუმცა პირებმა, რომლებიც შავებში იყვნენ ჩაცმულები და სახეს სამედიცინო ნიღბით იმალავდნენ, ტერიტორია დატოვეს.
"შაბათის ეთერის" წამყვანმა 112-ს ეს ინფორმაცია მიაწოდა, ველოდებით პოლიციის რეაგირებას.