ნიღბიანები აქციის მონაწილეებს ქუჩებში უსაფრდებიან და სასტიკად უსწორდებიან - დაშავებულია 2 პირი

07.12.24 21:32
ნიღბიანები აქციის მონაწილეებს ქუჩებში უსაფრდებიან და სასტიკად უსწორდებიან - დაშავებულია 2 პირი

აქციის მონაწილეები "პირველებს" უყვებიან, რომ "ოცნების" არაფორმალური დაჯგუფების წევრები, ადამიანებს რუსთაველის ბნელ ქუჩევბში ჩასაფრებას უწყობენ და ფიზიკურად უსწორდებიან. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სასტიკად ნაცემი 19 წლის ბიჭი კლინიკაში უკვე გადაიყვანა. 

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც სახის არეში აღენიშნება მძიმე დაზიანება, მას ექიმები ამ წუთებში სინჯავენ. 

ორივე დაშავებული ამბობს, რომ თავს 30-მდე ნიღბიანი დაესხა.

თვითმხილველთა თქმით, მოძალადეები ქაშუათის ეკლესიის სიახლოვეს, "ალექსანდროვის ბაღში" არიან განლაგებულები.  ნიღბიანები იმყოფებიან ფურცელაძის ქუჩაზეც.

მსგავსი სიახლეები