საქართველოს პოლიტიკა აშშ-სა და ევროკავშირში “გულძმარვას იწვევს“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

09.12.24 16:27
საქართველოს პოლიტიკა აშშ-სა და ევროკავშირში “გულძმარვას იწვევს“ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში “გულძმარვას იწვევს“ და საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შეიძლება გაგრძელდეს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა დაიცვას თავისი პრაგმატული კურსი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.

საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების პატივისცემასა და დაცვაზე, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და დასავლეთის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გულძმარვას იწვევს. თუ ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შესაძლოა, გაგრძელდეს”, - განაცხადა გალუზინმა.