არ დაკარგოთ რწმენა, თქვენი ხმა ყველას ესმის - პაველ ჰერჩინსკის გზავნილი ქართველ ხალხს

09.12.24 17:06
არ დაკარგოთ რწმენა, თქვენი ხმა ყველას ესმის - პაველ ჰერჩინსკის გზავნილი ქართველ ხალხს

“არ დაკარგოთ რწმენა, თქვენი ხმა ყველას ესმის“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ იმ ადამიანებს, ვინც ყოველ ღამე არა მხოლოდ თბილისში არამედ სხვა ბევრ ქალაქშიც ქუჩაში დგანან.

ევროკავშირის ელჩმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ასეთი ბრუტალური ძალადობა შოკისმომგვრელია“.

ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გასამართლდნენ დამანაშავე პოლიციელებიც და ის კრიმინალური დაჯგუფებებიც, რომლებიც ორი დღეა ქუჩებში დათარეშობენ“.

ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ყოველ ღამე ქუჩაში დგანან არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ბევრ ქალაქში, არის ის, რომ არ დაკარგოთ რწმენა, თქვენი ხმა ყველას ესმის. ასეთი ბრუტალური ძალადობა შოკისმომგვრელია ახალგაზრდების, ქალების წინააღმდეგ.

ამ დილით უფლებადამცველებს შევხვდი, რომლებიც შემზარავ ისტორიებს ყვებიან, ხალხი დაკავების შემდეგ სასტიკი წამების მსხვერპლი ხდებიან - ეს აუცილებლდ უნდა გამოიძიონ. უნდა გასამართლდნენ დამანაშავე პოლიციელებიც და ის კრიმინალური დაჯგუფებებიც, რომლებიც ორი დღეა ქუჩებში დათარეშობენ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.